AWS + Terraform პრაქტიკული, სასერტიფიკატო კურსი

18 შეხვედრა / 9 კვირა

კურსის აღწერა:

განრიგი: ორშაბათი, ხუთშაბათი 20:00 - 22:00

კურსის მიზანი:

შეასწავლოს მსმენელს AWS ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის აგება და მართვა Terraform-ის გამოყენებით. კურსი მოიცავს Infrastructure as Code (IaC) პრინციპებს, AWS-ის საკვანძო სერვისებით აგებულ პოპულარულ არქიტექტურებს და Terraform-ის სრულ სამუშაო ციკლს — ნულიდან production-ready ინფრასტრუქტურამდე. მოამზადოს მსმენელი რეალურ DevOps / Cloud Engineer პოზიციაზე მუშაობისთვის და დაეხმაროს მას HashiCorp (004) სერტიფიცირებაში.


კურსის კონცეფცია:
  • ყველა გაკვეთილი აგებულია რეალურ პროექტზე/არქიტექტურაზე — მსმენელი თავად, კოდირებით აგებს ინფრასტრუქტურას;
  • კურსი სტრუქტურირებულია მარტივიდან რთულამდე: მარტივი S3 ბაკეტიდან სრულფასოვან მრავალ-რეგიონულ production გარემომდე;
  • თითოეული სერვისი და Terraform კონცეფცია განიხილება პრაქტიკულ კონტექსტში — რეალური ამოცანის/არქიტექტურული გადაწყვეტილების გადაჭრისას;
  • განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეალურ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს: თითოეული პროექტისთვის მომზადებულია ვიზუალური დიაგრამა;
  • კურსში მრავლად არის განხილული ოპტიმალური არქიტექტურის, უსაფრთხოების, ხარჯების ოპტიმიზაციის და საუკეთესო პრაქტიკების საკითხები;

ინსტრუმენტები და მინიმალური მოთხოვნები:

მსმენელს კურსის გავლისთვის დასჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტთან ხარისხიანი კავშირი და აქტიური საბანკო ბარათი AWS ანგარიშის გასახსნელად. კურსის მასალის ასათვისებლად მსმენელი უმეტესწილად გამოიყენებს AWS Free Tier-ის უფასო ლიმიტებს.

საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: Terraform (>= 1.5), AWS CLI, ტექსტური რედაქტორი (რეკომენდებულია VS Code + HashiCorp Terraform გაფართოება).

კურსის გასავლელად მსმენელს უნდა გააჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა — ზოგადად ესმოდეს თუ რა არის სერვერი, ოპერაციული სისტემა, IPv4 დამისამართება, ქვექსელი, ბრძანებათა ხაზის საფუძვლები და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ზოგადი ცნება.

ასევე, თუ მსმენელს სურს HashiCorp (004) სერტიფიცირებაზე გასვლა, ის უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.


ამოცანები და პროექტი:
  • ყველა გაკვეთილის შემდეგ მსმენელს მიეცემა განხილული საკითხების გასააზრებლად და შესასრულებლად ამოცანები, AWS + Terraform;
  • კურსის ბოლოს მსმენელი შეასრულებს ფინალურ პროექტს — სრულფასოვან production-ready ინფრასტრუქტურას ნულიდან, რომელიც მოიცავს კურსის განმავლობაში შესწავლილ ძირითად კონცეფციებსა და სერვისებს (შეფასებადი კომპონენტი);

კურსის სრული პროგრამა

კურსში განხილული არქიტექტურული პატერნები:
  • Active-Active: ლექციები 08, 14, 25
  • Active-Passive (Hot Standby / Failover): ლექციები 09, 22, 25
  • Event-Driven: ლექციები 17, 18
  • Fan-Out / Pub-Sub: ლექცია 18
  • Edge Caching (CDN): ლექციები 13, 25
  • Serverless: ლექციები 17, 18, 14 (Fargate)
  • Multi-AZ HA: ლექციები 06, 07, 08, 09, 25
  • Multi-Region DR: ლექცია 22
  • GitOps / CI-CD Pipeline: ლექცია 23
  • Multi-Environment: ლექციები 15, 16

რას შეძლებს და რა ეცოდინება მსმენელს კურსის გავლის შემდეგ?
  • Infrastructure as Code (IaC) პრინციპების პრაქტიკული გამოყენება Terraform-ით
  • AWS ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, აგება და მართვა ნულიდან
  • ვირტუალური სერვერების (EC2), ბალანსირების (ALB) და ავტომატური მასშტაბირების (ASG) კონფიგურაცია
  • ვირტუალური ქსელების (VPC), ქვექსელების და უსაფრთხოების ჯგუფების (Security Groups) აგება
  • რელაციური მონაცემთა ბაზების (RDS) გამართვა Multi-AZ რეჟიმში ავტომატური failover-ით
  • კონტეინერიზებული აპლიკაციების გაშვება ECS Fargate-ზე
  • Serverless არქიტექტურის რეალიზება Lambda + API Gateway-ით
  • CDN, HTTPS და კეშირების კონფიგურაცია (CloudFront + S3)
  • უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები: IAM, KMS, Secrets Manager
  • Terraform მოდულების, Workspaces-ის და Terragrunt-ის გამოყენება მრავალ-გარემოს მართვისთვის
  • CI/CD პაიპლაინის აგება Terraform-ისთვის (GitHub Actions)
  • მონიტორინგის სისტემის გამართვა (CloudWatch Dashboards, Alarms, SNS)
  • მრავალ-რეგიონული არქიტექტურის რეალიზება Disaster Recovery-სთვის
  • ფინალური პროექტის სახით: სრული production-ready სტეკის დამოუკიდებლად აგება

დაგვიკავშირდით

შეავსეთ ფორმა და გააგზავნეთ შემდეგ e-mail-ზე info@sky21.net

Image
1500₾

AWS + Terraform

HashiCorp (004), პრაქტიკული, სასერტიფიკატო კურსი

კურსის ინსტრუქტორები

Image

მიხეილ ქანთარია

AWS SAA, Terraform Certified
EPAM

  • DevOps Engineer 6+ წ.
  • Developer 16+ წ.
  • Lecturer 18+ წ.
Image

არჩილ კოვზიაშვილი

AWS SAA Certified
Skillset

  • Systems Engineer 16+ წ.
  • Cloud Engineer 6+ წ.
  • Linux, Windows Administrator 16+ წ.

სხვა კურსები