ვქმნით ქართულენოვან, პროფესიონალურ, სასერტიფიკატო კურსებს, სპეციალობის ინტენსიური და სწრაფი ათვისებისთვის.
ჩვენი პრიორიტეტებია: კანდიდატის შემზადება საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების ჩასაბარებლად და კანდიდატისთვის პრაქტიკული უნარების სწავლება გააზრებულად
კურსებში თეორიული და პრაქტიკული საკითხები განიხილება ქართულ ენაზე. საერთაშორისო სერტიფიკატის ასაღებად კი, კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1-ის დონეზე. სწავლისთვის ასევე შიგადაშიგ ვიყენებთ ინგლისურენოვან მასალებს, სხვადასხვა სპეციალობის ტერმინოლოგიის ასათვისებლად
კურსები მოიცავს საკვანძო კონცეფციების თეორიულ განხილვას და მსჯელობას სასერტიფიკატო გამოცდების კონტექსტში
კურსები მოიცავს განხილული თეორიული მასალის პრაქტიკულ რეალიზაციას, არქიტექტორულ გადაწყვეტილებებს ან პროექტებს
ჩვენი სასწავლებლის უპირატესობა გამოცდილი კადრებია, რომლებსაც გააჩნიათ როგორც თეორიული ცოდნა ასევე პრაქტიკული გამოცდილება. მეტიც, ჩვენი მოთხოვნა ტრენერების მიმართ არის მათი ჩართულობა მოწინავე IT ეკოსისტემებში და რეალურ პროექტებთან დაკავშირებული გამოცდილება, რაც აქტუალური ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების აუცილებელი პირობაა.
AWS SAA CertifiedEPAM
AWS SAA CertifiedPSP, Skillset
LPIC CertifiedTSU, BTU
Data ScientistCryptocurrency Trading Company
AWS Security CertifiedBOG
Data AnalystBOG
„Sky21-ში გავლილი AWS SAA კურსი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. AWS SAA სერტიფიცირების პროცესში Sky21 გუნდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათთან ერთად ბევრად მარტივი გახდა AWS-ის საკმაოდ კომპლექსური მასალის სისტემურად და სწორად ათვისება. ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მეგობრული და მხარდამჭერი ატმოსფეროც, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ზრდიდა."
Developer, Germany
AWS SAA
„კურსი მეგობრებმა მირჩიეს და ძალიან კმაყოფილი ვარ, კურსი იმაზე სიღრმისეული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან მეგონა. ინტენსიური, მასალით დატვირთული, და რაც მთავარია მშობლიურ ენაზე ასეთი დონის კურსი იშვიათობაა. სალექტორო გამოცდილება მაქვს, 3 წელი ვატარებდი ლექციებს BTU-ში და მესმის რაოდენ რთული პროფესიაა. არჩილ ელიზბარაშვილს პირველივე ლექციიდან ეტყობა პროფესიონალზმი და ღრმა ცოდნა."
Systems Engineer, 42Digital
Linux LPIC-1
„მოლოდინი მქონდა რომ კურსი მარტივი არ იქნებოდა. ადამიანი თუ მოღვაწეობს IT სფეროში, აუცილებლად უნდა გაეცნოს კურსში განხილულ საკითხებს. ლექტორს ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს და სრულყოფილად გადმოცემდა ინფორმაციას. გამოცდაზე გასვლას ჯერ არ ვგეგმავ, ჩემი ამოცანა იყო გავცნობოდი ამაზონის ინფრასტრუქტურას და მისი პრაქტიკულ გამოყენებას."
Head of Infrastructure Ops, Betsson Georgia
AWS SAA
„კურსზე მაღალი მოლოდინი მქონდა და ამ მოლოდინმა გაამართლა. მიღებული ცოდნა სრულად საკმარისია ამაზონის (AWS Solutions Architect Associate C03) საერთაშორისო სერტიფიკატის ასაღებად."
CyberSec Lead Engineer, New Zealand
AWS SAA
„კურსი უფრო მარტივი მეგონა. არ მეგონა რომ მონაცემთა ბაზები (Database) შედიოდა ამ კურსში და რამდენიმე ისეთი თემა იყო, რასაც არ ველოდი რომ შემხვდებოდა, ამის გათვალისწინებით მასალა ბევრი გამოვიდა. კურსი საშუალოზე უფრო მაღალი დონის არის."
Systems Engineer, TBC, Georgia
AWS SAA
„ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით, მოწოდებული სალექციო მასალებითა და კურსზე არსებული კომუნიკაციის დონით. მადლობა SKY21."
Systems Engineer, Georgia
AWS SAA
„კურსი არ იყო მარტივი, მაგრამ დაგვეხმარა იმან, რომ სწავლება ქართულად მიმდინარეობდა. დოკუმენტაცია ინგლისურადაც გვქონდა, მიშას მიერ ახსნილმა მასალამ კი პროცესი გაამარტივა. წლის ბოლომდე ვფიქრობ საერთაშორისო სერტიფიკატის აღებას."
Systems Engineer, Germany
AWS SAA
„კურსის გავლა მეგობარმა მირჩია. შეხება მქონდა კურსთან, დაახლოებით რა სირთულეც მეგონა ისეთი აღმოჩნდა. ლექტორის, არჩილ ელიზბარაშვილის ღვაწლი ძალიან დიდია ათვისებაში, მარტივად ხსნის მასალას."
Systems Engineer, Evex, Georgia
Linux LPIC-1
„არჩილ კოვზიაშვილი შესანიშნავი ლექტორია, ყველაფერს დეტალურად ხსნის. მიუხედავად ჩემი ბექგრაუნდის, კურსი აღმოჩნდა იმაზე რთული, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ბევრ სერვისთან გიწევს ურთიერთობა. მაგრამ არჩილი ყველაფერს დეტალურად გვიხსნიდა ძირითადად. სერტიფიკატის ასაღებად ვაპირებ ამაზონის გამოცდაზე გასვლას."
Systems Engineer, Qarva, Georgia
AWS SAA
„ჩემი ამოცანა ინფრასტრუქტურის მართვის სწავლა და პროექტების განხორციელება იყო, გამოცდაზე ნაკლებად ვფიქრობ. კურსი საინტერესო და რთული აღმოჩნდა, ჩემი გამოცდილება დამეხმარა ინფორმაციის ათვისებაში.
Solutions Architect, TBC, Uzbekistan
AWS SAA
ხშირად დასმული შეკითხვები
შეტყობინების გასაგზავნად შეავსეთ ფორმა